მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა: აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 27 ადამიანი

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არაღიარებული ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მხრიდან დაბომბვის შედეგად 27 ადამიანია დაღუპული.

სტეპანიანის განცხადებით დაღუპულთაგან ორი მშვიდობიანი მოქალაქეა. ომბუდსმენის თქმით სულ დაბომბვის შედეგად დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი, აქედან 29 მშვიდობიანი მოქალაქე.

19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს. 

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

კომენტარები