ე.წ. გადატრიალების საქმე

კობახიძე სუს-ზე: მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია. ზოგადი გეგმების შესახებ, ბუნებრივია, ისედაც ვიყავით ინფორმირებული ყველა - ისინი საჯაროდ აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი იმ გეგმებისა, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები