რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ქვეყნები მეზობელი ქვეყნების მიერ უკრაინის მარცვლეულის ბლოკადას გმობენ

Frederick Florin / AFP

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ მხარი დაუჭირა გადაწვეტილებას, რომ პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაიწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი. 

დასავლეთ ევროპის ქვეყნების აგრიკულტურის მინისტრების აზრით, უკრაინისადმი დახმარების და სოლიდარობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ უკრაინული ეკონომიკა დიდწილად მარცვლეულით ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ისინი არ ეთანხმებიან პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ცალმხრივად მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვას.

2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა ამ ქვეყნებს იმპორტი არ დაუშვიათ. ამ ქვეყნებში აკრძალულია უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და მათგან წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. 

კომენტარები