რუსულმა MiG-31-ის ტიპის საჰაერო ხომალდმა ბერინგის ზღვაში ამერიკულ საპატრულო საჰაერო ხომალდს გზა გადაუჭრა. რუსეთის ფედერაციის ცნობით, ამერიკული P-8A Poseidon-ის ტიპის საჰაერო ხომალდი რუსულ საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა.
"რუსული საჰაერო ხომალდის მიახლოვებისთანავე უცხოური საჰაერო ხომალდი შეტრიალდა და დაშორდა სახელმწიფო საზღვარს" - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა ხომალდმა საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით იმოქმედა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



