NATO-რუსეთი

რუსეთმა ბერინგის ზღვაში, ალასკის მახლობლად ფრთოსანი რაკეტები სამიზნეების იმიტაციებს ესროლა

DW-ს ინფორმაციით, რუსეთმა ბერინგის ზღვაში, ალასკის მახლობლად ფრთოსანი რაკეტების იმიტირებული გასროლა მოაწყო. მოსკოვის განმარტებით, ეს წვრთნა ემსახურებოდა არქტიკული სავაჭრო გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბერინგის ზღვაში დაიტესტა ფრთოსანი რაკეტები - Vulcan, Granit და Onix. წვრთნების მიზანი იყო ფრთოსანი რაკეტების მოშაობის შემოწმება, რომლებსაც გაისვნიან ხმელეთიდან, სამხედრო ხომალდიდან და წყალქვეშა ნავიდან. 

ამავდროულად, Reuters-მა შეიტყო ბერინგის ზღვის მიდამოებში რუსული MiG-31-ის ტიპის საბრძოლო ხომალდის აქტივობის შესახებ, რომელმაც გზა გადაუჭრა ამერიკულ P-8A Poseidon-ის ტიპის საჰაერო ხომალდს. კრემლის თქმით, ეს ამერიკული ხომალდი მათ საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა. 

არქტიკის სავაჭრო გზა, რომელიც იწყება მურმანსკის რეგიონიდან და მთავრდება ბერინგის სრუტესთან, ბოლო დროს განსაკუთრებით საინტერესო გახდა, რადგან გლობალური დათბობის გამო ყინულის საფარის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 

კომენტარები