ოთარ ფარცხალაძე

ქადაგიშვილი: 10 წელზე მეტია, რაც ფარცხალაძეს პოლიტიკურ სივრცესთან შეხება არ ქონია

ათ წელზე მეტია, რაც ოთარ ფარცხალაძეს არც პოლიტიკურ და არც საჯარო სივრცესთან შეხება არ ჰქონია. მით უმეტეს, პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, მსგავსი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანს არც ტელევიზია აქვს, არც რომელიმე ორგანიზაციას აფინანსებს და არც პოლიტიკური პარტია აქვს. რუსეთში ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს. როცა საუბარია, რომ ზეგავლენას ახდენდა, ამის რაიმე დამამტკიცებელი ფაქტი უნდა იყოს.

სუს-მა თქვა, რომ მოკვლევას ჩაატარებს, რათა მეტი ინფორმაცია იყოს. რაიმე გადაწყვეტილებას კონკრეტული ინფორმაცია და არგუმენტაცია როცა არ მოჰყვება, შემთხვევითობის სინდრომი თავისთავად ჩნდება. ეს მოსამართლეების სანქცირების დროსაც არ იყო – რის გამო მოხდა და რა გადაცდომა ჰქონდათ, რომ ამერიკაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდათ. როცა კონკრეტიკა არ არის, მაშინ აქტიურად დგება დღის წესრიგში შემთხვევითობა. ამერიკის ჩანაწერშიც წერია: „შესაძლო კავშირი“. ვინაიდან „შესაძლო“ წერია, თავადაც მიიჩნევენ შესაძლო კავშირს. კონკრეტიკა რომ ყოფილიყო, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები