განათლების სისტემა

ამილახვარი: სკოლის დამამთავრებელ კლასებში პროფესიული განათლების სისტემა დაინერგება

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კურიერი პიესში საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებში პროფესიული განათლების სისტემა დაინერგება. 

ამილახვარმა განმარტა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს, ზოგადი განათლების სისტემაში პროფესიული განათლების ელემენტების ჩართვით ინტეგრირებული პროგრამის დანერგვას. ეს კი, მისივე თქმით, საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, სკოლის დამთავრებისას ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად პროფესიული განათლების მიღების შესაბამისი დოკუმენტიც მიიღონ.

"ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების ჟამს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით. ეს არჩევითია, ბუნებრივია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი აირჩევს". - თქვა განათლების მინისტრმა.

გარდა ამისა, ამილახვრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემაში პროფესიული განათლების სავალდებულო ნაწილად ქცევა ახლო მომავალში იგეგმება, თუმცა, მინისტრს აღნიშნული ინიციატივის ძალაში შესვლის დრო არ დაუკონკრეტებია.  

კომენტარები