18 სექტემბრის ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების გაშვებული 17 ფრთოსანი რაკეტა და 18 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
"2023 წლის 18 სექტემბრის ღამეს მტერმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებითა და Kh-101/Kh-555/Kh-55-ის ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტებით შეუტია". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, მიკოლაივის და ოდესის რეგიონების მიმართულებით ოკუპანტებმა 24 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
"სათვალთვალო მარშრუტზე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 18 მოიერიშე დრონი". - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებში.
გარდა ამისა, უკრაინამ 17 ფრთოსანი რაკეტა დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ხმელნიცკის რაიონებში გაანადგურა.





