რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინა

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინამ რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.  

"დღევანდელი დილა საგანგაშო იყო მთელი ქვეყნისთვის და კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქისთვის. გავრცელდა ინფორმაცია ფრთოსანი რაკეტების გაშვების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ჩამოაგდეს ჩვენი ოლქის თავზე".

მან ასევე თქვა, რომ რუსულმა ძალებმა ღამით კიდევ ერთხელ დაარტყეს ნიკოპოლის რაიონს.

"ზარალი დგინდება. თუმცა, რაც მთავარია, ხალხი უსაფრთხოდაა". - თქვა ლისაკმა.

კომენტარები