რუსეთი - ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთმა მაკედონიამ კიდევ სამი რუსი დიპლომატი გააძევა

ჩრდილოეთ მაკედონიამ კიდევ სამი რუსი დიპლომატის გაძევების ბრძანება გასცა, რაც მესამე ასეთი ნაბიჯია 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ბაზდნიკინი დაიბარეს და შეატყობინეს, რომ მისი სამი კოლეგა პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და შესაბამისად, ქვეყანა უნდა დატოვონ. 

აქამდე, 2023 წლის მარტში ჩრდილოეთ მაკედონიიდან ხუთი რუსი დიპლომატი გააძევეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ კიდევ ექვსი.

კომენტარები