რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაუერი: რუსეთი არასანდო აქტორებზე სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის თქმით, დასავლეთის სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო რუსეთი "არასანდო აქტორებზე" უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება.

ამის შესახებ მან ოსლოში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა

"რუსეთი იძულებულია ითანამშრომლოს არასანდო აქტორებთან და [მათზე] დამოკიდებული სულ უფრო მეტად ხდება". - თქვა ბაუერმა. 

ამასთან, მას არ განუმარტავს, თუ ვის გულისხმობდა "არასანდო აქტორებში".

ივლისში რობ ბაუერმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების გამო დასუსტებულია. მისივე თქმით, მოსკოვის მიერ ძალების აღდგენამდე ალიანსმა კოლექტიური უსაფრთხოების განვითარების შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. 

კომენტარები