ოთარ ფარცხალაძე

კარასინი ფარცხალაძეზე: ამ სანქციებს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს, უსამართლო მიდგომაა

ოთარ ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ და არც მის სპეცსამსახურებთან კავშირზე მაქვს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება. აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება. ამ სანქციებს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა და მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.

სანქციები უკვე რამდენიმე ათას ადამიანს შეეხო. აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ. ამას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა იშლება ერთპოლუსიანი სამყაროს სტრუქტურა და იქმნება ახალი სტრუქტურები, რომელიც ე.წ. სტრატეგიულ სამხრეთსა და კავკასიის გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებს წარმოადგენს. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში.

თქვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა ფორმულასთან საუბარში. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

კომენტარები