კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კვლავ ამტკიცებს, რომ სამყარო 7627 წლისაა

საქართველოს საპატრიარქო Facebook-ის პირად ანგარიშზე პატრიარქის საეკლესიო ახალი წლის მილოცვას ავრცელებს

"დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7627-ე წელი". - წერია მილოცვაში.

პატრიარქის თქმით, სამყარო სულ რამდენიმე ათასი წლისაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამყაროს შექმნის შესახებ რადიკალურ, კრეაციონისტულ იდეებს იზიარებს რომელიც ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობაში დოგმატური მნიშვნელობის არ არის. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მტკიცება სრულ წინააღმდეგობაშია სამყაროს ასაკის თანამედროვე, სამეცნიერო თეორიებთან, ისევე როგორც მრავალ სხვა სამეცნიერო დისციპლინასთან.

კომენტარები