კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება

Sergey Pyatakov / RIA Novosti

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 18 ნოემბერს რუსეთში გაემგზავრება.

როგორც ტაბულას საპატრიარქოს პრესცენტრში განუცხადეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება ღონისძიებები და საქართველოს პატრიარქის გარდა, მიწვეულები არიან სხვა ეკლესიების მეთაურები.

დაგეგმილი ღონისძიებების დაწვრილებითი პროგრამა საპატრიარქოს პრესცენტრს ამ დროისთვის არ აქვს.

პატრიარქის ვიზიტი რუსეთში 18-24 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები