ნატო-უკრაინა

ენერგოუსაფრთხოების განხილვის მიზნით კიევი უკრაინა-NATO-ს საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოდის

apa.az 

კიევი ენერგეტიკული უსაფრთხოების განსახილველად უკრაინა-NATO-ს საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ისაუბრა

ბრიუსელში სტეფანიშამ და სტოლტენბერგმა ისაუბრეს წლიური ეროვნული პროგრამის (APN) ადაპტაციაზე, განიხილეს უკრაინის  საჭიროებები რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმ ძირითად კომპონენტებზე, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის. 

სტეფანიშას აზრით, უკრაინა აღნიშნულ საბჭოს ალიანსთან ინტეგრაციისთვის ინსტრუმენტად განიხილავს.

აქამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას არ მიუღია ის, რაც სურდა. ამის მიზეზი, სტეფანიშინას თქმითვე, ისაა, რომ ალიანსის წევრებმა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გარისკეს. 

მას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობისათვის მზად ორ წელიწადში იქნება, ხოლო, რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, მისივე თქმით, ეს შესაძლოა, უფრო ადრეც მოხდეს. 

კომენტარები