NBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს და პარალელურად აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. ამის შესახებ გამოცემა უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ჯერჯერობით უცნობია, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება თუ თეთრ სახლში. ამასთან, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ბაიდენი და ზელენსკი ბოლოს ივლისში NATO-ს სამიტზე ვილნიუსში შეხვდნენ.