დიდი ბრიტანეთი

შოტლანდიის პრემიერი ეროვნული ჰიმნის – "ღმერთმა დაიფაროს მეფე" მსვლელობისას იცინოდა

The Scottish Sun

შოტლანტიის პრემიერმინისტრს, ჰამზა იუსაფს დიდი ბრიტანეთის მეფის მიმართ უპატივცემულობაში სდებენ ბრალს. ის შოტლანდიისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრას ესწრებოდა, როდესაც გაერთიანებული სამეფოს ჰიმნი - "ღმერთმა დაიფაროს მეფე" გაჟღერდა. მედია საშუალებებმა დააფიქსირეს ჰამზა იუსაფის სიცილი ჰიმნის მსვლელობისას, რის გამოც მეფის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. 

სტადიონზე მყოფი შოტლანდიელი ფანები დიდი ბრიტანეთის ჰიმნს უარყოფითი და შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ. თამაშში ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდის ნაკრები ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

შოტლანდიის პრემიერმინისტრი ჰამზა იუსაფი რესპუბლიკელია და მონარქიის დასრულებას ემხრობა. 

კომენტარები