რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონიდან 17 გავანადგურეთ – უკრაინის გენშტაბი

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

14 სექტემბრის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 22 დრონით შეუტიეს, მათგან კი უკრაინელებმა 17 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე სულ 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, გრძელდება შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, ვანადგურებთ მტერს, ეტაპობრივად ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვიცავთ მიღწეულ საზღვრებს". - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის საჰაერო ძალებმა 12 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის პერსონალს, ხოლო რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე იერიში 2-ჯერ მიიტანეს. 

კომენტარები