თბილისის მერია

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გამო ბეთაშვილის ქუჩაზე გადაადგილება 2 თვით შეიზღუდება

https://droa.ge/

14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ივერთუბნის დასახლებაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ამჯერად, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.

აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ხუდადოვისა, შერვაშიძის, ჟორდანიას ქუჩებისა და შერვაშიძის II შესახვევის გამოყენებით შეძლებენ.

ამასთან, ავტომობილები იმოძრავებენ ბეთაშვილისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთიდან შერვაშიძის, ხუდადოვისა და ზამთრიანის ქუჩების, შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის II შესახვევისა და იოსებ ჟორდანიას ქუჩის საშუალებით.

კომენტარები