რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ დონეცკის ოლქში უკრაინელების მიერ გადარჩენილ დათვს შოტლანდიის ზოოპარკი იშვილებს

LUTSK ZOO / Українська правда

შოტლანდიის ზოოპარკი იშვილებს აზიურ შავ დათვს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ზოოპარკიდან უკრაინელმა სამხედროებმა წამოიყვანეს. იგი შოტლანდიაში მომავალი წლის დასაწყისში გაემგზავრება. 

2022 წლის ოქტომბერში უკრაინის სამაშველო ცენტრის სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტების მიხედვით, უკრაინელი ჯარისკაცები შევიდნენ დონეცკის სოფელ იამპილში მდებარე მიტოვებულ ზოოპარკში, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. მათ მალევე აღმოაჩინეს, რომ ზოოპარკში მყოფი 200 ცხოველიდან თითქმის ყველა მკვდარი იყო.

12 წლის აზიური დათვი ერთ-ერთი იყო იმ ცხოველებიდან, რომლებიც ცოცხალი გადარჩნენ. თუმცა, იგი მძიმედ იყო დაშავებული – შოტლანდიის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გალიის მახლობლად ჭურვის აფეთქების გამო მას ტვინის შერყევა ჰქონდა და "სიკვდილის პირას იყო".

დათვს იამპილი დაარქვეს – იმ სოფლის პატივსაცემად, სადაც ის იპოვეს. თავდაპირველად მან რეაბილიტაცია უკრაინის ლუცკის ზოოპარკში გაიარა, რის შემდეგაც ის პოლონეთში, შემდეგ კი ბელგიაში გადაიყვანეს.

კომენტარები