უკრაინა-საქართველო

პოდოლიაკი: ოცნების პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არანარი შანსი არ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, ამის მიზეზი ქართული ოცნების პრორუსული განწყობა და ევროპული ღირებულებების უარყოფაა. 

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტი - ეს ის ქმედებებია, რომლებსაც პოდოლიაკმა ხელისუფლების მიერ პრეზიდენტების დემონსტრაციული დამცირება და ქართულ ოცნების "ამაზრზენი" ქცევა უწოდა.

პოდოლიაკმა ახსენა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეცადა ეჩვენებინა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნლებისთვის, სად გადის "სწორი გზა".

"ბორელმა ნათლად განმარტა, რომ რუსული მიმართულებით სიარული ნიშნავს ცნობილი დიდებული გემის გაყოლას. შესაბამისად, მეჩვენება, რომ ძალიან სულელი ადამიანი უნდა იყო და ამავდროულად იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომ მართლა არ გესმოდეს, სად მიგყავს საკუთარი ქვეყანა". - თქვა პოდოლიაკმა.

 

კომენტარები