რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

11 სექტემბერს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსული დრონების ბაზას დავარტყით – უკრაინა

11 სექტემბრის დილით უკრაინამ დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რუსული დრონების ბაზაზე იერიში მიიტანა
კადრი ვიდეოდან / afustratcom / Instagram 

გუშინ, 11 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ბაზას დაარტყეს. 

 ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური იერიშის მიტანის ამსახველ ვიდეოსთან ერთად ავრცელებს

"2023 წლის 11 სექტემბერს დილით დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ ლუგანსკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების ბაზაზე". - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული სტრატკომის განცხადებაში. 

კომენტარები