ცხედრის პოვნა

თუშეთში, სოფელ ომალოში ადამიანის ცხედარი იპოვეს

თუშეთში, სოფელ ომალოში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, სასტიკი მოპყრობით, ან სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები