თბილისში, საბურთალოს რაიონში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





