NATO-ს წვრთნები

FINANCIAL TIMES: NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

Channel 24

2024 წელს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.

წვრთნების კოდური სახელია Steadfast Defender. მონაწილეები კრიზისული სიტუაციის დროს შეტევაზე სწრაფი გადასვლის სცენარს გაითამაშებენ. 

მოსალოდნელია, რომ წვრთნაში 41 000 სამხედრო მოსამსახურე, 500-დან 700-დე თვითმფრინავი და 50-ზე მეტი სამხედრო გემი მიიღებს მონაწილეობას.

Steadfast Defender პოლონეთის, გერმანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართება. წვრთნებში 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის შვედეთი, რომელიც NATO-ს წევრობას ელოდება.

წვრთნა NATO-ს ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც წელიწადში ერთი წვრთნის ნაცვლად, ორს ითვალისწინებს. 

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა იან კრისტიანმა განაცხადა, რომ ეს სამხედრო წვრთნები იქნება პირველი, რომელზეც შეიმუშავებენ გეგმას, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის პოტენციურ თავდასხმას.

 

კომენტარები