რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ახლა დიპლომატიისთვის ცუდი დროა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის მზადაა გრძელი ომისთვის და ახლა დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის ცუდი დროა. 

ზელენსკიმ ინტერვიუში ახსნა, რომ ფრონტზე უკრაინის გამოწვევები მათი პარტნიორებისთვის შესაძლოა საბაბი გახდეს, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთთან, თუმცა რეალურად, ახლა ცუდი მომენტია რუსეთთან დიპლომატიისთვის. 

ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს უკრაინის გამოფიტვას და გადაღლას, მაგრამ რუსეთი თავადაა გამოფიტული. 

"მე მზად უნდა ვიყო, ჩემი გუნდი მზად უნდა იყოს გრძელი ომისთვის და ემოციურად მე მზად ვარ" - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები