რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლულას სურს ზელენსკი და პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოლაპარაკებებზე მიიყვანოს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვიას სურს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე მიიყვანოს. ამის შესახებ ლულამ ინდურ გამოცემასთან ისაუბრა.

"ჩვენ გვექნება გაეროს გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს. ეს არის ადგილი, სადაც განიხილება ომი. ეს არის ადგილი, სადაც განიხილება მშვიდობა. ეს არის ადგილი, სადაც პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ.

G20 შეიქმნა 2008 წლის კრიზისის შემდეგ და ხელი შეუწყო დისკუსიებს ეკონომიკურ საკითხებზე, ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტებზე, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდზე. ასე რომ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაფერისი ადგილი ომის განსახილველად აქ, ინდოეთში." - თქვა ლულამ.

მისივე თქმით, ბრაზილიას არ სურს "ომში ჩათრევა", მაგრამ აპირებს დაესწროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

კომენტარები