საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი / Facebook 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა. 

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია". - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

აქამდე უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შატილის მიმართულებით წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტომობილების გადაადგილება აკრძალული იყო. 

კომენტარები