რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bild: გაერო რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს

Russian Foreign Ministry

გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს ინფორმაციას გაეროსა და რუსეთს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ. გერმანული გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების ძირითადი საკითხი მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის სანაცვლოდ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გაუქმებაა. 

"საიდუმლო წერილი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესისგან სერგეი ლავროვის მისამართით აჩვენებს, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს გაერო შავი ზღვის მარცვლეული შეთანხმების აღდგენისთვის" - წერს გერმანული გამოცემა Bild. 

აღნიშნული წერილი, რომელიც Bild-მა მოიპოვა და არაა გასაჯაროებული, ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება და მისი მიზანია მარცვეულის შეთანხმების აღდგენა უახლოეს მომავალში.

Bild-ის ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის შეთავაზებები პუტინის რეჟიმისთვის მოიცავს: რუსული სახელმწიფო ბანკის დაკავშირებას SWIFT-თან; გაყინული ანგარიშების რუსეთისთვის დაბრუნებას; რუსული სავაჭრო გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; რუსული გემებისთვის დასავლურ პორტებში შესვლის უფლება (ევროპული კომისიის და ევროპული პორტების ადმინისტრაციების შეთანხმებით. 

გაეროს გენერალურ მდივანს აღნიშნული წერილის და სავარაუდო საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. 

კომენტარები