საქართველო-ევროკავშირი

ბორელი: საქმეა გასაკეთებელი, გააკეთეთ და ნუ იფიქრებთ მის მიტოვებაზე

მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა, ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს, ჩვენ ყველაფერი გესმის, გვესმის ის ინტერესები რაც საქართველოსთან ასოცირდება [...]

თქვენ კი არ გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი, გააკეთეთ , ნუ იფიქრებთ საქმის მიტოვებაზე. 

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები