დეოლიგარქიზაცია

ღარიბაშვილი: 1-2 კვირაში მივიღებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას

მინდა გითხრათ, ბატონო ჟოსეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთ არის დეოლიგარქიზაცია, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან, მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენ კოლეგებთან და ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები და არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ძალიან მალე, 1-2 კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას. 

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

კომენტარები