პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

კობახიძე: ყველამ იცის, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთ რისკზე არ წავიდოდა. მიზანი არის მარტივი – ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, რომ მაქსიმალური პატივისცემა გამოვავლინოთ ამ დოკუმენტის მიმართ. როდესაც ასე უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა უპასუხისმგებლო ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია არის სწორედ ეს, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციის დაცვა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირების შესახებ.

კომენტარები