სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე

ძალიან დიდი ხანია ეს მოცემულობა სახეზეა. ამას კონკრეტული საფუძველი აქვს, რა თქმა უნდა. უკვე დიდი ხანია ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ემთხვევა სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა კოლექტიური ნაცმოძრაობის რიტორიკას. სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და აქ ჩვენგან ნდობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში დასმულ კითხვას, კვლავ თუ ენდობა მმართველი პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

კომენტარები