ბელარუსი

ლუკაშენკო: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს პასპორტების გასაახლებლად ბელარუსში დაბრუნება მოუწევთ

DW

ბელარუსის საელჩოები და საკონსულოები უცხო ქვეყნებში მყოფი მოქალაქეებისთვის ძველი პასპორტების განახლებასა და ახლების გაცემას შეწყვეტს. შესაბამისი ბრძანება ალექსანდრ ლუკაშენკოს საიტზე 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, რომელიც ძალაში 7 სექტემბრიდან შედის.

ახალი ბრძანების გამო საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს პასპორტის გასაახლებლად ბელარუსში დაბრუნება მოუწევთ. პასპორტის განახლება ან ახალი საბუთის აღება შესაძლებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში იქნება შესაძლებელი. პასპორტის მსურველი განყოფილებაში თავისი საცხოვრებელი მისამართის შესაბამისად უნდა მივიდეს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს დისტანციურად შეეზღუდებათ შემდეგ სერვისები:

  • ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაცემა
  • ტრანსპორტისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია
  • საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია
  • დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება
  • საოჯახო კაპიტალის განკარგვა

ბრძანებაში ასევე წერია, რომ "კრიტიკულ სიტუაციებში" ელჩი იტოვებს უფლებას ბელარუსის ნებისმიერ მოქალაქეს მოქალაქეობა ჩამოართვას.

ახალი ბრძანების წინააღმდეგ გაილაშქრა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიმ. მისი აზრით ლუკაშენკოს ბრძანება ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შეტყუებას და შემდგომში მათ დაჭერას ემსახურება:

"არ დაბრუნდეთ ბელარუსში, თუნდაც საბუთი გჭირდებოდეთ. არც ერთი საბუთი თავისუფლების დაკარგვად არ ღირს. ჩვენი ქვეყნის მთავარი ფასეულობა ჩვენი მოქალაქეები არიან".

კომენტარები