რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყების შემდეგ სომხეთმა უკრაინას პირველი დახმარება გაუგზავნა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

ინფორმაციას სომხური რადიო აზატუტიანი ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, პირველი დახმარების შესახებს კომენტარს სომხეთის მთავრობა უახლოეს მომავალში გააკეთებს. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რას გაუგზავნის სომხეთი უკრაინას. 

ამ საკითხის შესახებ ოფიციალური კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია.

აქამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი არ უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. 

კომენტარები