მიზანი არის მარტივი და მკაფიო, ეს არის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს თავისი დასკვნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის უხეში ფაქტი. ეს არის მთავარი მიზანი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმა არ არის პარლამენტში. რადიკალური ოპიზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად საერთო დღისწესრიგით მოქმედებს მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს. მის მიერვე მოღალატედ გამოცხადებული პერსონის მიმართ. ეს რა თქმა უნდა გამორიცხულია. მათ აქვთ საერთო დღისწესრიგი, საერთო პატრონი. აქედან გამომდინარე, 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ეს არის ძალიან მარტივი საქმე. ამის შემდეგ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი და კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიცია, რომ ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
კობახიძე იმპიჩმენტზე: მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს კონსტიტუციის დარღვევა
tbl.ge/6hnb
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე პრეზიდენტზე: გუშინ გამოგვეცხადა პავლიკ მოროზოვად, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
- მიქანაძის აზრით, მომავალში ზურაბიშვილის სისხლის სამართლებრივი დასჯა გამორიცხული არაა
- ნაცვლიშვილი: ბევრს დაგვრჩა იმის დანაკლისი, რომ ივანიშვილი გამოსვლაში ნახსენები არ იყო
- მაჭარაშვილი: დღეიდან პრეზიდენტი არის, როგორც მინიმუმ, ფრთამოტეხილი
- ანა ბუჩუკური იმპიჩმენტზე: ვნახეთ შემდეგი რამ - ლუზერები და უზრდელები




