ბავშვთა შრომა

გაეროს შრომის ორგანიზაცია: მილიონობით ბავშვის მომავალს საფრთხე ემუქრება

გაერო ამბობს, რომ ლიბანში ყოველი 10 ოჯახიდან ერთი შვილებს სამსახურში აგზავნიან
BBC

გაეროს შრომის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცნობით მილიონობით ბავშვის მომავალს საფრთხე ემუქრება, რადგან სამსახურის გამო უფრო და უფრო მეტი ბავშვი სწავლაზე უარს ამბობს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალურმა დირექტორმა, გილბერტ ჰოუნბომ აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური პრობლემების ფონზე მსოფლიოს რეგიონებში რეგრესია მოხდა. სამუშაოს ყველაზე ცუდ ფორმებს შორის სექსუალურ ექსპლუატაცია სახელდება. ჰოუნბოს თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სწრაფი რეაგირება.

გაეროს წარმომადგენლებმა 2020 წლის დასაწყისში მონაცემებზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ დაახლოებით 160 მილიონი ბავშვი ბავშვთა შრომაშია ჩართული.

ტოგოს ყოფილი პრემიერმინისტრი ჰოუნბო აღნიშნულ პრობლემას, ნაწილობრივ, უკრაინის ომის შედეგად საკვებისა და სხვადასხვა ენერგიის ფასების ზრდას უკავშირებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ კენიის სანაპირო ქალაქ მომბასაში 14 წლის გოგონამ BBC-ს უთხრა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მუშაობა დაეწყო, რადგან დედამისი მისთვის და მისი ორი და-ძმისთვის საკვებისა და სკოლის გადასახადის გადახდას ცდილობდა. გოგონამ თქვა, რომ ფულის საშოვნელად, "იძინებდა კაცებთან და რეცხავდა ტანსაცმელს". სკოლაში სიარულისას კი ხანდახან ისეთ შიმშილს გრძნობდა, რომ კალმით წერასაც კი ვერ ახერხებდა.

ქალი, რომელიც ახლომდებარე ბორდელს მართავს, თქვა, რომ მისი ბიზნესი აყვავებული იყო, რადგან ის სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდა გოგოს ასაქმებდა.

ტოგოს ყოფილი პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ბავშვთა შრომის ზრდა შეინიშნება დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ზუსტი გარემოებები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგრამ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ამბობს, რომ ინფლაცია და ცხოვრების ხარჯების ზრდა პრობლემის მთავარი მიზეზია.

„სასოწარკვეთილების გამო ბევრ ოჯახს უწევს მიმართოს მართლაც რთულ არჩევანს, რომლიც ბავშვებზე ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას ახდენს". - თქვა ნატალია ვინდერ-როსიმ, Unicef-ის სოციალური პოლიტიკისა და სოციალური დაცვის პროგრამის დირექტორმა.

BBC ეწვია რამდენიმე ქვეყანას, რათა ენახა, როგორ აისახება ეკონომიკური პრობლემები ბავშვებზე.

სამხრეთ ლიბანის ქალაქ სიდონში ბავშვებმა განაცხადეს, რომ ოჯახების სარჩენად სკოლა მიატოვეს.

"როცა სკოლაში ვსწავლობდი, ვოცნებობდი გავმხდარიყავი მასწავლებელი. ახლა აღარ ვოცნებობ". - უთხრა BBC-ს 14 წლის ალაამ, რომელიც დამლაგებლად მუშაობს.

Unicef ამბობს, რომ ლიბანში ყოველი 10 ოჯახიდან ერთზე მეტი შვილს სამუშაოდ აგზავნის. ქვეყანის ეკონომიკა კი თითქმის სრული კოლაფსის წინაშე დგას.

 

კომენტარები