რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატი პუტინს ბოდიშს უხდის, რომ მას ომის დამნაშავე უწოდა

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

2 სექტემბერს პოლონეთის სახალხო პარტიის კანდიდატმა, მალგორზატა ზიჩმა, რომელიც არჩევნებიდან მოხსნეს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბოდიში მოუხდა, რომ მას ომის დამნაშავე უწოდა.

მანამდე ზიჩმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმო პუტინის ქმედებები, მათ დანაშაული უწოდა და ამით შეასრულა პარტიის თავმჯდომარის ულტიმატუმი, რომელიც საარჩევნო სიაში მოხვედრის წინაპირობა იყო.

თუმცა, 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მალგორზატა ზიჩი სენატში კენჭს არ იყრიდა არც სახალხო პარტიიდან და არც სხვა ოპოზიციური ძალის სახელით. ამის შემდეგ კი, 2 სექტემბერს პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც უარყო, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და მეტიც, მან რუსეთის პრეზიდენტს წინა განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.

"არ შეესაბამება დემოკრატიული კანონის უზენაესობის ღირებულებებს და ქრისტიანულ ღირებულებებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის ომის დამნაშავე უწოდო, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენი, რის გამოც მას უკანონოდ ადანაშაულებენ ბავშვების იძულებით გადაადგილებაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში.

ასევე, არ შეიძლება სხვა ადამიანის დაგმობა, რადგან ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ყველას, სანამ ცოცხალია, აქვს მოქცევისა და ხსნის უფლება. ამიტომ, სინდისის გასასუფთავებლად ბოდიშს ვუხდი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ ამ წლის 30 აგვისტოს ჩემს განცხადებაში მას ომის დამნაშავე ვუწოდე." - წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები