რუსეთი

რუს გენერალს საბიუჯეტო თანხმებით სახლის გარემონტებისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Kommersant

სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილ მოადგილეს ლოგისტიკის საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ ვორონოვს ქვეშევრდომებისგან ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობისთვის ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს დადგენილებით, 2021 წელს გენერალ-ლეიტენანტმა საკუთარი სახლი თავდაცვის სამინისტროს ძალებითა და ფინანსებით გაარემონტა. სასამართლოს ინფორმაციით, ვორონოვი თავდაცვის სამინისტროს "ცენტრალური საბინაო და კომუნალური ადმინისტრაციის" თანამშრომლების შრომას იყენებდა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სამუშაოები გენერალ ვორონოვის ფინანსებით ჩატარდა. მათივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

ხუთ წლიანი მკაცრი რეჟიმის გარდა რუს გენერალს მსგავსი თანამდებობების დაკავება 3 წლით აეკრძალა. ამასთან, მას 2.8 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ თავისი სახლის გასარემონტებლად სამხედრო უწყების ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი რუბლი გაფლანგა.

კომენტარები