შსს

კახეთის პოლიციამ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის ერთი პირი დააკავა – შსს

shutterstock

კახეთის პოლიციამ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის ერთი პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს". - განმარტავენ უწყებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ასევე "აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების ქურდული წესით გადაწყვეტაში".

შსს-ს ცნობითვე, დაკავებულ ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს. 

კომენტარები