გერმანია

გერმანიაში 98 წლის კაცს, რომელიც ნაცისტურ ბანაკში მუშაობდა, ბრალი წარუდგინეს

Fabian Sommer/picture alliance/Getty Images

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში 3 300-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში ხელშეწყობის ბრალდებით 98 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს.

კონფიდენციალურობის კანონის გათვალისწინებით, პროკურატურამ კაცის სახელი არ გაასაჯაროვა, თუმცა მათივე ინფორმაციით, კაცი საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 1943-1945 წლებში მუშაობდა.

პროკურორების თქმით, კაცს, რომელიც სავარაუდო დანაშაულის დროს არასრულწლოვანი იყო, ბრალი ედება "ასობით პატიმრის სასტიკ და მზაკვრულ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის".

2011 წლიდან გერმანია სდევნის ყოფილ ნაცისტებს არა მხოლოდ მკვლელობასა და წამებისთვის, არამედ თანამონაწილეობისთვისაც.

2022 წელს, საქსენჰაუზენის კიდევ ერთ ყოფილ მცველს, 101 წლის კაცს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ის მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა. მან ჰოლოკოსტის დროს 3 518 ადამიანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. 

საქსენჰაუზენი პატიმრების მიერ აშენდა და 1936 წელს გაიხსნა. საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები