რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაისჯებიან" – სტანო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ არჩევნების ჩატარებაზე

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება დაგმო

"რუსეთმა უკანონო ე.წ. "არჩევნების" ფარგლებში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვადამდელი კენჭისყრა დაიწყო. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის დამატებითი დარღვევა.

ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი - ეს ყველაფერი უკრაინაა! ამაში [არჩევნებში] მონაწილეები დაისჯებიან". - თქვა სტანომ.

15 ივნისს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნაწილში არჩევნების ჩატარება 10 სექტემბრისთვის დააანონსა. საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულია.

აგვისტოს ბოლოდან ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში "ადრეული კენჭისყრა" ე.წ. "პარლამენტებსა" და "მუნიციპალურ საკრებულოებში" დაიწყო.

აქამდე ევროკომისიამ აღნიშნა, რომ მოსკოვის ასეთი განზრახვები არის გაეროს წესდების, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

კომენტარები