ანდრია გვიდიანი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარედ სამთავრობო ტელევიზიების ექსპერტი დანიშნეს

კადრი ვიდეოდან / იმედი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლებს საბიუჯეტო ოფისის ახალი ხელმძღვანელი, ანდრია გვიდიანი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით". – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ ანდრია გვიდიანს ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ანდრია გვიდიანი ექსპერტის ამპლუაში სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელევიზიების, იმედისა და POSTV-ის ხშირი სტუმარია.

კომენტარები