რომის პაპი პრანცისკე

პაპი ფრანცისკე კათოლიკური საზოგადოების მოსანახულებლად ბუდისტურ მონღოლეთში ჩავიდა

Vatican Media/­Handout via REUTERS

პაპი ფრანცისკე მცირერიცხოვანი კათოლიკური საზოგადოების მოსანახულებლად ბუდისტურ მონღოლეთში ჩავიდა

10-საათიანი ფრენის შემდეგ მგზავრობით დაღლილობის გამო ინვალიდის ეტლში მჯდარ 86 წლის პაპს აეროპორტში მონღოლური მისასალმებელი წესით დახვდნენ. ტრადიციული ტანსაცმლით შემოსილმა ქალმა მას იოგურტი შესთავაზა. დახვედრის მცირე ცერემონიაში მონაწილეობას წითელ-ლურჯ ფერებში შემოსილი და თოფით შეიარაღებული საპატიო დაცვაც იღებდა.

პაპის ოფიციალური დახვედრა 2 სექტემბერს არის დანიშნული. შეხვედრაზე ის ქვეყნის მთავრობისა და სხვა ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვა.

პაპი მონღოლეთის დატოვებამდე, რამდენიმე რელიგიურ ღონისძიებას უხელმძღვანელებს, მათ შორის საკვირაო მესას. ასევე, რელიგიური ლიდერი რეგიონში გაჭირვებულთათვის საქველმოქმედო ცენტრის გახსნას გეგმავს. ის ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს გაუწევს დახმარებას.

იმ ადგილების მონახულება, სადაც კათოლიკეები უმცირესობას წარმოადგენენ, პაპ ფრანცისკეს პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს "საზოგადოებისა და მსოფლიოს პერიფერიებისაკენ" ყურადღების მიპყრობას.

კომენტარები