მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით რუსეთის დედაქალაქზე დრონით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
სობიანინის თქმით, დრონი ჩამოაგდეს რაიონში, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებთან მდებარეობს.
როგორც მოსკოვის მერი ირწმუნება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა.
ამას გარდა, ბრიანსკის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, გასულ ღამეს ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ 30 აგვისტოს საღამოს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
დაზიანებულია 4 სამხედრო თვითმფრინავი – რუსეთის ოლქებზე დრონებით იერიშები მიიტანეს

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



