დევიდ ფინჩერის ახალი ფილმის The Killer-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა. სურათში მთავარ როლს მაიკლ ფასბინდერი ასრულებს.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ფრანგი მწერლის, ალექსის ნოულენტის რომანს ეფუძნება. ფასბინდერი დაქირავებულ მკვლელს თამაშობს, რომელიც დავალებას ჩააფლავებს.
The Killer-ში ფასბინდერის გარდა ტილდა სუინტონი, არლის ჰოვარდი და ჩარლზ პარნელი თამაშობენ.
სურათის პრემიერა 3 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. სურათი კინოთეატრებში 27 ოქტომბერს გამოვა, ხოლო ონლაინ პრემიერა Netflix-ზე 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.