შტორმი

მაიორკას სანაპიროზე შტორმის შედეგად ბრიტანული საკრუიზო გემი ნავთობის ტანკერს შეეჯახა

CruiseMapper

P&O-ის საკრუიზო გემი, სახელწოდებით Britannia, რომლის ბორტიც 3000-ზე მეტ დამსვენებელს იტევს, ძლიერი ქარის გამო პორტის მისაბმელებს მოულოდნელად მოწყდა და მახლობლად მდგარ ნავთობის ტანკერს შეეჯახა. ინციდენტი მაიორკაში, პალმას სანაპიროსთან მოხდა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთაც სასწრაფო დახმარება ბორტზე გაუწიეს.

ტექნიკური შემოწმების შემდეგ გამოიკვეთა, რომ კრუიზის ერთ-ერთ სამაშველო გემს ასევე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და მგზავრების ხმელეთამდე გადაყვანას ვერ შეძლებდა. 

P&O-ს რეკომენდაციით, 321 მგზავრი საუთჰემპტონში, ანუ მათი მგზავრობის საწყის წერტილში თვითმფრინავით დაბრუნდება.

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალეარის კუნძულებზე, მათ შორის მაიორკასა და კატალონიაზე ამ დრომდე ძლიერი წვიმაა. ქარის გამო ფრენები ბარსელონას აეროპორტიდან მთელი კვირით გადაიდო.

კომენტარები