რუსეთი სამხედრო წვრთნებს წყვეტს

რუსეთმა სამხედრო წვრთნები "ZAPAD" გააუქმა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

WikiMedia (The Presidential Press and Information Office)

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, რუსეთმა დიდი ალბათობით, სტრატეგიული სამხედრო წვრთნები გააუქმა. გადაწყვეტილების მიზეზი ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ჯარისკაცებისა და სამხედრო აღჭურვილობის სიმწირეა. სამინისტროს დაზვერვის 28 აგვისტოს განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - ZAPAD, სექტემბერში უნდა დაწყებულიყო.

"რუსი სამხედროების არასრულფასოვნებამ უკრაინაში აჩვენა, რომ  ერთობლივ სტრატეგიულ წვრთნებს ჰქონდათ შეზღუდული სასწავლო ღირებულება და ძირითადად საჩვენებელი ხასიათის იყო" - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

ეს არ არის პირველი სამხედრო ღონისძიება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უჩვეულოდ აღნიშნა. პუტინი 9 მაისს მოკრძალებით გაუძღვა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს, სადაც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-34 ტანკი იყო წარმოდგენილი.

კომენტარები