უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რუსეთთან ომის პერიოდში კორუფციის დანაშაული სამართლებრივად სახელმწიფო ღალატს გაუთანაბრდეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის აზრით, ეს ცვლილება ძალიან მნიშნელოვანი იარაღი იქნება სახელმწიფო კორუფციის დასამარცხებლად.
"მე წამოვაყენე ინიციატივა, და უკრაინელი სამართლის სპეციალისტები იმუშავებენ, რომ ომის დროს კორუფცია გაუთანაბრდეს სახელწმიფო ღალატს. მე მესმის, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება საზოგადოებაში ყოველთვის ვერ იმუშავებს, თუმცა ვფიქრობ ეს დაგვეხმარება ომის დროს. მე არ ვიცი იურისტები დამეთანხმებიან თუ არა, მაგრამ მე მათ ამ ინიციატივას შევთავაზებ, იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას" - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი ერთი კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო შემდეგ პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება მიიღებენ თუ არა ამ ცვლილებას.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვა დაუსვა მისი გუნდის შიგნით კორუფციაზე, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისთვის არ არსებობს "შიგნით" და "გარეთ", არამედ არსებობენ პატიოსანი და არაპატიოსანი ადამიანები. მისი თქმით, თუ იქნება მტკიცებულება, რომ ვიღაც არაპატიოსნად ასრულებს მოვალეობას ომის დროს, ის მას გადააყენებს და ეს არ იქნება პრობლემა.





