რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყველა გარემოება გაირკვევა – ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავების შეჯახებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

26 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, რომლის დროსაც მან ჟიტომირის ოლქში ორი უკრაინული თვითმფრინავის შეჯახების შესახებ ისაუბრა და ინციდენტის შედეგად დაღუპული უკრაინელი პილოტების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალებზე საუბარი ნაადრევია. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. რა თქმა უნდა, უკრაინა არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც უკრაინის თავისუფალ ცას იცავდა". - თქვა ზელენსკიმ.

ჟიტომირის ოლქში ორი უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს 25 აგვისტოს შეეჯახა. შედეგად სამი მფრინავი, მათ შორის ცნობილი უკრაინელი პილოტი, ანდრიი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice დაიღუპა.

კომენტარები